PHR | ქცევითი გამოწვევების მქონე შშმ პირებისათვის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ცნობით, სასამართლომ, ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევის და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება, ანესთეზიით.

„დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30-დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება“; – ვკითხულობთ ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში. PHR-ის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლემ, დავით წერეთელმა მიიღო და დამატებით ინფორმაციას გადაწყვეტილებაზე ორგანიზაცია მოგვიანებით გაავრცელებს.