პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შეიძლება, არც არასდროს მივიღოთ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და შესაძლოა, საერთოდაც არ დადგეს. ვინაიდან, მისი განმარტებით, ქვეყანაში რიგი პრევენციული ღონისძიებები ტარდება.

„რაც შეეხება იმას, პიკს როდის ველოდებით, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია (თუ არაფერს არ გავაკეთებთ) პირველი შემთხვევების გამოვლენიდან მე-7 – მე-8 კვირაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ [ქვეყანაში] არის აქტიური სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები. ამდენად, მე-7, მე-8 კვირის პიკი, დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება, არც არასდროს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანია,  [პროცესი] იყოს ეტაპობრივი და თანმიმდევრული. თუ იქნება შემთხვევების მატება, საუკეთესო სცენარი იქნება ის, რომ შემთხვევების მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივად და ნელა”, – ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ყველა კლასტერი კონტროლდება. „ანუ ყველა დადებითი შემთხვევა ვიცით რასთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნავს ის.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.


ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობაა 67.

კარანტინის რეჟიმშია 3 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.

ინფორმაციისთვის, 67 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.