პირადი გადაწყვეტილებით, აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი - ანა მიქელაძე

პუბლიკა

ანა მიქელაძე, რომელიც ცესკოს პრესსპიკერის პოზიციაზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეიდან საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ოფიციალურად აღარაა.

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – წერს მიქელაძე.


ანა მიქელაძე, რომელიც ცესკოს პრესსპიკერი იყო, მედიასთან საპარლამენტო არჩევნების II ტურამდე აღარ გამოჩენილა. არჩევნების II ტურის დღეს მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგებს ნათია იოსელიანი ატარებდა. ოფიციალურად მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, რომ ანა მიქელაძემ თანამდებობა და ცენტრალური საარჩევნო კომისია დატოვა.