პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე დაიტანენ:

  • მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number) რომელიც გამოიყენება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის;
  • QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია, გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.) მფლობელის თანხმობით;
  • თითის ანაბეჭდს;
  • პასპორტის რეკვიზიტებს ემატება პასპორტის წვდომის კოდი(CAN – Card Access Number).
  • შესაძლებელი იქნება, პირადობის მოწმობის, პასპორტის შეცვლა, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მისი ძირითადინაწილი, რომელიც პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზირტებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს ეხება, 1 იანვრიდან ამოქმედდება.