პირბადე აბიტურიენტების ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებზე უარყოფითად არ იმოქმედებს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის გამოყენება აბიტურიენტებზე, რომლებიც გამოცდას ჩააბარებენ

„მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები წელს დაახლოებით 55 000 აბიტურიენტია, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს — არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათს მენტალურ შესაძლებლობებზე, ანუ მხედველობაში მაქვს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გამოცდის ჩაბარების პროცესში, პირბადე არის ყევლაზე მნიშვნელოვანი დამცავი საშუალება“, – თქვა გამყრელიძემ 10 ივნისს „პალიტრამედიასთან“ საუბრისას.


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით.