მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.
მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდება.
„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც“,– განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გაითვალისწინებს ისეთ სანქციებს, როგორსაც ითვალისწინებს დახურულ სივრცეში იმავე რეგულაციის დარღვევა.
„20 ლარი, შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა, ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებში“, – დაამატა ცქიტიშვილმა.