„პირბადე რომ არის დაწესებული, ეს არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ არც ზაფხულში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.
„პანდემია არსად არ წასულა, გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა – თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ, დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა და უფრო მეტი თავისუფლება ბიზნესის, უკვე შესაძლებელი იქნება”, – ამბობს ინმაძე.
როგორც მან აღნიშნა, 1 თებერვლიდან „რეგულაციები, რა თქმა უნდა, შემსუბუქდება”, ხოლო შემსუბუქების ხარისხი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.