უნდა მივეჩვიოთ კიდევ ერთი წელიწადი პირბადით ცხოვრებას – გამყრელიძე

პუბლიკა

„უნდა მივეჩვიოთ ჩვენ კიდევ ერთი წელიწადი პირბადით ცხოვრებას. ეს უნდა იყოს ჩვენი ისეთივე თანამგზავრი, როგორც ახლა ჯიბეში გვაქვს ცხვირსახოცი“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების რეკომენდაცია ყველაზე მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციათაგან, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

„პირბადეს აქვს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი და ეს უკვე ბევრ პრაქტიკულ შემთხვევაში გვაჩვენა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, პირბადის ტარებასთან ერთად მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა და დიდ შეკრებებსა და ღონისძიებების დახურულ სივრცეში გამართვაზე უარის თქმა.


დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.