პირდაპირ ვიტყვი, თუ წავაგე მე პოლიტიკიდან მივდივარ - ოქრუაშვილი

პუბლიკა

„პირადპირ ვიტყვი, თუ წავაგე მე პოლიტიკდან მივდივარ“, – განაცხადა პარტია „გამარჯვეული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში შესაძლო გეგმებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია, ის გამოთქმა ვიხმაროთ – „ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო“. თუ არ გაძლევს მანდატს ამომრჩეველი, მაშინ შენი გზა უნდა მონახო სხვაგან“, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში.

ირაკლი ოქრუაშვილი საბურთალოს რაიონში ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის ოპონენტებს შორის „ოცნებიდან“ დავით სერგეენკო, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი“, „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი იქნებიან.