COVID-პასპორტს მიიღებს 1 დეკემბრამდე გატესტილი და ბაზაში ვერ მოხვედრილი კოვიდგადატანილი პირი

პუბლიკა

განახლება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი 1 დეკემბრამდე დაუდასტურდათ, თუმცა რიგი მიზეზების გამო სისტემაში მათი პასუხი არ ასახულა.

განმარტება ცენტრმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „თუ პირი არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ შესაბამისად აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის.“

მასალის თავდაპირველი სათაური იყო: პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან მწვანე პასპორტს მიიღებენ – გამყრელიძე