პირმა კრედიტის მისაღებად, ბანკში ყალბი ცნობა წარადგინა. მიმდინარეობს გამოძიება - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი ცნობა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ხსენებული ყალბი ცნობა”, – წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.