პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 81 ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

31 დეკემბერსა და 1 იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ქვეყანაში 81 ადამიანი დაშავდა. თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში დაზიანებული 35 ადამიანს ჰოსპიტალიზება, ხოლო რეგიონებში პიროტექნიკის შედეგად დაზარალებულ  – 16 მოქალაქეს.

112-ის ინფორმაციით კი, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით 124 ზარი შევიდა.