პირველ და ორ ოქტომბერს „თბილისობა“ გაიმართება

პუბლიკა

პირველ და ორ ოქტომბერს „თბილისობა“ გაიმართება.

დედაქალაქის მერის თქმით, ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე ჩატარდება.

„პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შეასაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გალაკონცერტი  გაიმართება.

„გელოდებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“. რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. „თბილისობის“ სრული პროგრამა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.