პირველად ისტორიაში - საფრანგეთში მერად ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს - BBC

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, პირველად ისტორიაში საფრანგეთში მერად აირჩიეს ტრანსგენდერი ქალი. მარიე კაუ 55 წლის ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც ტილუა-ლეს-მარშენის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად იყარა კენჭი და მუნიციპალიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით 23 მაისს მერად აირჩიეს.

55 წლის მერი წარმოადგენდა ეკოლოგიური მდგრადობისა და ადგილობრივი ეკონომიკის მშენებლობის პროგრამას. მან აღნიშნა, რომ სურს, ყურადღება მუნიციპალურ პოლიტიკას დაუთმოს.

„ხალხმა არ ამირჩია, რადგან მე ვიყავი ტრანსგენდერი. მათ აირჩიეს ჩემი საარჩევნო პროგრამა“, – აღნიშნა მარიე კაუმ.

საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრმა მარლენ შიოპამ კვირას გამოაქვეყნა მისი მხარდამჭერი პოსტი და აღნიშნა, რომ ტრანსხილვადობა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლა დამოკიდებულია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობებზე.