პირველადი ცნობით, ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არიან მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – წერია განცხადებაში.