პირველადი კვლევით, 17 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ – რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსტეტო კლინიკის წარმომადგენლის, ლევან რატიანის თქმით, ბოლო 24 საათში ერთდროულად 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. მისივე თქმით, პირველი კვლევით, 17 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„ბოლო 24 საათში 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან. ეს ძალიან გვახარებს, ამდენი პაციენტი არასოდეს გაგვიწერია. ასევე, პირველადი უარყოფითი პასუხი მოსულია დაახლოებით 17 შემთხვევაზე და ველოდებით განმეორებით კვლევას და თუ ხვალ ისევ უარყოფით პასუხებს მივიღებთ ლუგარის ლაბორატორიიდან, მაშინ 17 პაციენტი დატოვებს კლინიკას.“

მისივე თქმით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 7 მართვით სუნთქვაზეა. რატიანის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთი პაციენტი – 67 წლის ბატონი 20 დღის წინ შემოვიდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამ პაციენტთან ორჯერადი კვლევით კოვიდინფექცია არ დადასტურდა და მისი დამძიმების მიზეზი ქრონიკული გულის უკმარისობაა. ვუტარებთ მკურნალობას და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულია. რეანიმაციაში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა, რატიანის შეფასებით, დადებითი დინამიკით ხასიათდება.

„ჩვენ გვყავდა 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს პირველად Pcr კვლევაზე ანალიზები იგზავნება და განმეორებითი კვლევის შემდეგ თუ იქნება უარყოფითი, გაეწრებიან კლინიკიდან. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ კლინიკიდან ერთი მედპერსონალი გაეწერება, რომელიც სხვა კლინიკიდან გადმოვიყვანეთ.“ – განაცხადა ლევან რატიანმა.