ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მინისტრი ამბობს, რომ მოკვლევა მიმდინარეობს. ექიმი აცრიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით, კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
„რეგულირების სააგენტო ამ წუთას იმყოფება ადგილზე, თუმცა, პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეპატზე დადგენილი არ არის.
მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ეს ინფორმაციაც [ გარდაცვალების მიზეზი]” – უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, ექიმის გარდაცვალების შესახებ დღეს საბჭოზე გაიგეს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფი ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება და სწავლობს პროცესს.