ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

პუბლიკა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. დღეს გამართულ არჩევნებზე ვერცერთმა კანდიდატმა 50%+ ხმები ვერ დააგროვა.

ხელით დათვლის შედეგად ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების საბოლოო შედეგები ასე განაწილდა:

  • ირაკლი ყანდაშვილი – 1269;
  • ირაკლი ჩომახაშვილი – 1106;
  • მუხრან ღურწკაია – 301;
  • გიორგი მარიამიძე – 8;
  • მანუჩარ ჭუმბურიძე – 8;
  • ნიკოლოზ კვანტრიშვილი – 7.

თავმჯდომარის არჩევნებთან ერთად მიმდინარეობდა  აღმასრულებელი საბჭოს, სარევიზიო კომისიის და ეთიკის კომისიის არჩევნებიც.

საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვეს:

• კახა კოჟორიძე
• როინ მიგრიალური
• გიორგი ფანცულაია
• ნუგბარა როსტიაშვილი
• ნინო ლიპარტია
• დათუნა მოდებაძე
• რაისა ლიპარტელიანი
• შოთა მანელიძე
• ლევან მახარაშვილი
• ზაქრო გვიშიანი
• ქეთევან უტიაშვილი

მათგან 3 – გიორგი ფანცულაია, ნინო ლიპარტია და ზაქრო გვიშიანი ირაკლი ჩომახაშვილის გუნდის წევრები არიან, დანარჩენი 8 კი ირაკლი ყანდაშვილის.

სარევიზიო კომისიაში აირჩიეს:

1. ზვიად კორძაძე
2. დარიკო თორდია
3. გიორგი თევზაძე
4. ლელა ბჟალავა
5. მარინე ნიქაბაძე

ეთიკის კომისიაში:

ადვოკატი წევრები:
1. ინგა ბეგიძე
2. გოგა ხატიაშვილი
3. ოთარ კაჭკაჭიშვილი
4. მამუკა ნოზაძე
5. გელა სიორდია
6. ცისმარი ონიანი
7. ია გაბედავა
8. დიანა გვიშიანი
9. იმედა ბეროშვილი
10. ეკატერინე გეწაძე
11. ეკატერინე მაჭარაშვილი
12. მარინე ცუცქირიძე

არა ადვოკატი წევრები:

  1. ირაკლი ბურდული
  2. ნათია ჩიტაშვილი
  3.  სოფიო ჩაჩავა

კენჭისყრის შედეგად, ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება 1 საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმების უბრალო უმრავლესობა (50%+1).

თუ თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო კანონმდებლობით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობა ან თუ უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებმა მიიღეს ხმების თანაბარი რაოდენობა, არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში, უკეთესი 2 შედეგის მქონე კანდიდატებს შორის, იმართება კენჭისყრის მეორე ტური.

მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.