პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა - საზმაუ

პუბლიკა

საზოგადეობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

არხის ინფორმაციით,  ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.