რემდესივირი“ კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტიანად მუშაობს - ფაუჩი

პუბლიკა

ავტორი: ამერიკის ხმა

ექსპერიმენტული პრეპარატი „რემდესივირი“ კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტიანად მუშაობს  – განაცხადა ექიმმა ენტონი ფაუჩიმ. ის შეერთებულ შტატებში ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რემდესივირს“ გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში „მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი“ აღმოაჩნდა. „მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს“ – ამბობს ექიმი ფაუჩი.

კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც „რემდესივირით“ უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.

კომპანია „გილეადის“ მიერ წარმოებული „რემდესივირი“ პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტიანი აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.