პირველი პირების ჩართულობა მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, პრემიერიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე - ტიკარაძე

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, ყველა პირევლი პირის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა და მისი ინფორმაციით აიცრა თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეკითხვაზე, თუ როდის იკეთებს ვაქცინის მეორე დოზას თავად მინისტრი, ტიკარაძემ უპასუხა, რომ: „მე მიწევს უკვე და ავიცრები. არ დავაგვიანებ.“

ოფიციალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის აცრასთან დაკავშირებით დღემდე არ გავრცელებულა. „პუბლიკა“ მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რატა გაგვერკვია აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი აცრას, რაზეც გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგვაწვდიან.