პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან - დეგნანი

პუბლიკა

საქართველოშო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადენით,  იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები.

„ვფიქრობ, ქართველებს ამგვარი გზავნილი რუსეთისგან აქამდეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. სწორედ ეს იქნება ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად საუბრობს და ის უბრალოდ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე, დაუყოვნებლივ გახსნას წვდომა ჰუმანიტარულ დერეფნებზე.

არსებობს დიალოგის მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სახით და თუ რუსეთი მას გამოიყენებს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლებელია, მეტი პროგრესიც დავინახოთ ამ კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. სწორედ ეს ნაბიჯებია რუსეთიდან მიღებული გზავნილების ირგვლივ ნებისმიერი საუბრების საწინდარი, კეთილ ნებასა თუ კეთილსინდისირებაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.