პირველი რაუნდი დასრულდა, მხარეები კონსულტაციისთვის დედაქალაქებში მიემგზავრებიან - პოდოლიაკი

პუბლიკა

დღეს ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ხუთსაათიანი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხების შესაჯერებლად მხარეები კონსულტაციისთვის დედაქალაქებში მიემგზავრებიან, უახლოეს მომავალში განიხილება მეორე რაუნდის გამართვის საკითხიც.

„დასრულდა შეხვედრის პირველი რაუნდი, მთავარი მიზანი იყო განხილულიყო ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე, საომარი მოქმედებების. მხარეებმა გამოყვეს რიგი პრიორიტეტული საკითხები, რომლებზეც გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები. იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები განხორციელდეს, მხარეები კონსულტაციებზე მიემგზავრებიან თავიანთ დედაქალაქებში“, – აღნიშნა მან.