თბილისის მერიის ცნობით, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით 2 პირის იდენტიფიცირება მოხდა, თითოეულ მათგანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მერიაში განუცხადეს.
პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას!” თბილისის ქუჩებში გუშინ, 24 ივლისს გამოაკრეს. პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, მედია ორგანიზაციების მენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები.