პლაქველინი რჩება სამკურნალოდ ერთ-ერთ ძირითად საშუალებად - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის ერთ-ერთი შემქმნელიცაა, აცხადებს, რომ სანამ ამერიკის FDI არ გადახედავს პლაქველინით მკურნალობის მიზანშეწონილობას, ეს მედიკამენტი რჩება ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის რეკომენდებულ პროტოკოლში.

„[FDI] გადახედავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძალიან სერიოზული მტკიცებულებები, რომ რომელიმე სხვა მედიკამენტი მასზე უკეთესია. მანამდე საქართველოს გაიდლაინში ამ პუნქტში შესწორება არ შევა და პლაქველინი რჩება ვირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო ერთ-ერთ ძირითად საშუალებად.

მით უმეტეს, რომ კვლევის ნეგატიური შედეგების პარალელურად, იდება დადებითი შედეგიც. მაგალითად შვეიცარიაში, ბაზელის ჟენევის  და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტებმა დაიწყეს ძალიან დიდბიუჯეტიანი კვლევა პლაქველინის გამოყენებაზე პროფილაქტიკაზე, ეს დიდი სიტყვაა მედიცინაში. პლაქველინს მისცემენ იმ პირებს, ვინ კონტაქტში იყო ინფიცირებულებთან და დააკვირდებიან, დაიცვა თუ არა მედიკამენტმა ადამიანები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კლინიკის წარმომადგენლებმა, რომელთაც სხვადასხვა გამოცდილება დაუგროვდათ ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს, მათ შორის გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით მკურნალობაზე, სისხლის შემდედებელი სისტემის დამრღვევის მკურნალობაზე, რიგი თანმხლები დაავადებების დროულ მკურნალობაზე და, ცერცვაძის თქმით, დაგროვილი ინფორმაცია შესაძლებელს ხდის, მკურნალობის გაიდლაინში მალე ცვლილებები შევიდეს.