პლებისციტი არის ხაფანგი, თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება - იოსელიანი

პუბლიკა

მიმაჩნია, რომ პლებისციტი არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაჰყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი და ეს ოპოზიციამ იცის ძალიან კარგად – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი საუბრობს.

მისი თქმით, პლებისციტი ოპოზიციისთვის ცუდი გამოსავალია.

იოსელიანმა მოლაპარაკების აუცილებლობასა და კომპრომისულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„აუცილებელია მოლაპარაკებები. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ვიდრე ჩვენი საკითხის განხილვა დაიწყება ბრიუსელში, პოლიტიკური კრიზისი რამენაირად დაძლეული უნდა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოლაპარაკებები არის გარდაუვალი. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება. ეს არის ქვეყნის ინტერესი. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე და გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯი.

კომპრომისულ ნაბიჯებში ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მისაღები იქნება მეორე მხარისთვის. სულ მცირე უნდა დაიწყოს დიალოგი წინაპირობების გარეშე, რაზეც შარლ მიშელმა მხარეებს მოუწოდა, წინაპირობებისა და წითელი ხაზების გარეშე უნდა დასხდეთ და დაიწყოთ ლაპარაკი. არსებობს ექვსი პუნქტი, რომლებზეც უნდა მოილაპარაკონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.