„პლენარულის დღის წესრიგში ვერ შეაქვთ რუსული კანონი" - ბიუროს სხდომა დღეს აღარ გაიმართება

პუბლიკა

დღეს დაანონსებული პარლამენტის ბიუროს სხდომა აღარ გაიმართება. ის ხვალ, 7 მარტს 10 საათზე ჩაინიშნა, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის პრესსამსახური აცხადებს.

ბიუროს სხდომაზე საკითხი განსახილველად პარლამენტის პლენალურ სხდომას უნდა გადაეცეს.

პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, „ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტები. შესაბამისად, ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა, რაც ამ კომიტეტებზეა დამოკიდებული [იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე]”.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავს.