უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი ამბობს, რომ financial times-ზე გამოქვეყნდა რუსული მხარის მოთხოვნები, უკრაინას კი თავისი პოზიციები აქვს.
პოდოლიაკი საუბრობს საერთაშორისო გამოცემის გვერდზე, დღეს გამოქვეყნებულ მასალაზე, სადაც საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
გამოცემის თანახმად, უკრაინამ და რუსეთმა “მნიშვნელოვანი პროგრესს“ მიაღწიეს და 15 პუნქტიან გეგმაში, სავარაუდოდ, საუბარია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე და რუსული ჯარების გაყვანაზე, თუ უკრაინა გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და დათანხმდება შეზღუდოს თავისი შეიარაღება.
პოდოლიაკის თქმით, წარმოდგენილი პუნქტებიდან უკრაინა ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანას, ასევე ჩანაწერს უსაფრთხოების გარანტიებზე.
„მოკლედ. Financial Times-მა გამოაქვეყნა პროექტი, რომელშიც ნაჩვენებია რუსული მხარის მოთხოვნა. და მეტი არა. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა; რუსული ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რიგი ქვეყნებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოდოლიაკი „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
Коротко. Financial Times опублікувала чернетку, яка демонструє запит російської сторони. І не більше. Українська сторона має свої позиції. Єдине, що ми підтверджуємо на цьому етапі, – це припинення вогню; виведення російських військ та гарантії безпеки від низки країн.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 16, 2022