უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა რუსეთმა.
„ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?” – წერს პოდოლიაკი.
Missile strikes in the downtown of Kyiv during the official visit of @antonioguterres. The day before he was sitting at a long table in the Kremlin, and today explosions are above his head. Postcard from Moscow? Recall why ?? still takes a seat on the UN Security Council?
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 28, 2022
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევში იმყოფება და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო ყველაფერს აკეთებს რათა ხალხი მირიუპოლიდან გამოიყვანონ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა 26 აპრილს მოსკოვში გამართა.
გაეროს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „პრინციპში” დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში.
საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია, გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს.