უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და პროცესს მხარდაჭერას უცხადებს:
„საქართველო სისხლიანმა ცეცხლმა მოიცვა. არსებითად, ჩვენ ვხედავთ რუსეთის კლასიკურ მცდელობას, შეიწოვოს სხვა ერის სუვერენიტეტი, რასაც უპირისპირდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობა.
საქართველო – ამაყი და ღირსეული ერი – უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე. ის უარს ამბობს, თავისი თავისუფლება გაყიდოს და თავისი შვილების მომავალი გაცვალოს რუსი ოლიგარქების კორუფციასა და მოგებაზე
ის უარს ამბობს, გახდეს კიდევ ერთი გაღატაკებული, საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი ტერიტორია, რომელსაც მართავენ გამწარებული რუსები.
ის უარს ამბობს, თავისი თავისუფლება გაყიდოს და თავისი შვილების მომავალი გაცვალოს რუსი ოლიგარქების კორუფციასა და მოგებაზე. რუსეთი უკვე არის ბოროტების, სისხლისღვრის, ძალადობის და დამცირების სინონიმი. რუსეთი ყოველთვის ეყრდნობა კოლაბორაციონისტებს, რომლების მალევე იყიდებიან, ემორჩილებიან წამიერ ცდუნებას. შეიძლება თუ არა ამისთის წინააღმდეგობის გაწევა? – აბსოლუტურად.
შეიძლება თუ არა ამისი დამარცხება? – კითხვების გარეშე. ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა იბრძვის თბილისის, რუსთავის, ქუთაისის ცეცხლოვან ქუჩებში, საბოლოოდ გაიმარჯვებს. ძალას და სიმამაცეს გისურვებ, საქართველო”.