უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელშიც იქნება უსაფრთხოების გარანტიები – არა პროტოკოლური, ან ბუდაპეშტის მემორანდუმი მსგავსი. არამედ იურიდიულად გამართული.
ის გამოეხმაურა მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წევრის, მედინსკის კომენტარს, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით „ავსტიული“ და „შვედური ვარიანტები“ განიხილება.
“ისმის მსჯელობა ნეიტრალიტეტის შვედურ თუ ავსტრიულ მოდელებზე. მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთის ფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და არა პროტოკოლური, არამედ იურიდიულად გამართული უსაფრთხოების გარანტიებით.
ეს კი ნიშნავს, რომ გარანტიების ხელმომწერები უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ასე არ დადგებიან განზე, როგორც დღეს. მაგრამ ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტში და ოფიციალურად უზრუნველყოფენ ჩვენთვის საჭირო მოცულობის იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებას. და მეორეც, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებისგან ცის დახურვის ან არ დახურვის საშუალებას იძლევა. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი გარანტიები იმისა, რომ ცა აუცილებლად დაიხურება.“ – განაცხადა პოდოლიაკმა.