უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ში ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ უკრაინელი ტყვის დედას რუსებმა მისი სიცოცხლის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოსთხოვეს.
„ეს ვიდეო უკრაინელი ტყვის დედას რუსმა ჯარისკაცებმა გამოუგზავნეს. ისინი ორშაბათამდე 5 000 ევროს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ვიდეოში მის შვილს მოკლავენ.
რუსული ჯარი სულ უფრო ემსგავსება ISIS-ს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ“, – წერს პოდოლიაკი.