პოეტ ზვიად რატიანს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ

პუბლიკა

პოეტ ზვიად რატიანს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. როგორც რატიანი „პუბლიკასთან” ამბობს, მას ფიზიკურად კორპუსთან 4 პირი გაუსწორდა.

„სადარბაზოდან გამოვედი, ფეხი დამიდო უკნიდან ვიღაცამ, გადამირბინეს და გაიქცნენ, ნიღბები არ ჰქონდათ, მაგრამ ერთის სახე მეცნო, მეჩვენება შეიძლება. [წაქცევის შედეგად დამიზიანდა] შარვალი და ხელის გული” – აღნიშნა მან.

რატიანი პოლიციამ 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, მას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და 9 დეკემბერს გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დეკემბერს შეუფარდა.