პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
„ბრალდებული დაზარალებულს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა და თითქოსდა მაღალი ხარისხის მასალების შესაძენად და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად, თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო დაზარალებულის მიერ გადაცემული თანხა, 165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. ამის გამო, სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, მათი შუამდგლომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.