თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამიდან „ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო“ ამოვარდა ორი ფილმი – რომან პოლანსკის „ოფიცერი და ჯაშუში“ და ტერენს მალიკის „ფარული ცხოვრება“.
„მართალია, გვქონდა გრძელვადიანი მოლაპარაკებები ამ ფილმების რუს დისტრიბუტორებთან, თუმცა მათი საბოლოო განცხადებით, ეს ფილმები ეკრანებზე 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამოვიდეს. დისტრიბუტორების პოლიტიკაში არ შედის, რომ ფილმების თუნდაც ერთჯერადი ჩვენება დეკემბერში თბილისში მოეწყოს.
გული გვწყდება, რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი ამ სურათებს ჯერჯერობით ვერ ნახავს. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა სავსეა სხვა საინტერესო და გამორჩეული ფილმებით“, – წერია კინოფესტივალის განცხადებაში.
დღეს ასევე გამოქვეყნდა კინოფესტივალის სრული პროგრამა დღეების მიხედვით:
თბილისის კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება.