პოლიცია არ გვაძლევს საშუალებას, შევიტანოთ პარლამენტთან აპარატურა - აქტივისტები

პუბლიკა

„პოლიცია არ გვაძლევს საშუალებას, შევიტანოთ პარლამენტთან აპარატურა და მოვემზადოთ აქციისთვის”, – ამის შესახებ მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში” facebook-გვერდზე წერს.

მათი თქმით, მანქანა, რომლითაც აქციაზე შეშა და კარვები მოჰქონდათ, გზიდან გააბრუნეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.