პოლიცია იცავს ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს.

„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ.

გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად.

გახარიას თქმით,  დიდია პოლიციის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.