პოლიციამ 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით,
ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი – 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.

“არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს” – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში..