პოლიციამ ბათუმში 6 ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს”, – წერს შსს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.