შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამტრედიაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული პირი დააკავა. მას ბრალი მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარაში წარუდგინეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ქალაქ სამტრედიაში ტაქსით მგზავრობისას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, რაც აგრესიული მამაკაცი ავტომანქანიდან გადავიდა, დაზარალებული ქალი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა“, – აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად გასაშლელი დანა ამოიღო.