პოლიციამ დააკავა 28 წლის მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში
დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით,, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას – 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს.