პოლიციამ დააკავა პირი, ვინც პლასტმასის ბოთლებით მდინარე დააბინძურა

პუბლიკა

პოლიციამ  2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავა.

დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს.