პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა „სირცხვილიას“ და პარტია „დროას“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს პოლიციამ სტენსილის გაკეთების უფლება არ მისცა და ძალის გამოყენებით ჩამოართვა პულივიზატორები.
აქტივისტები პარლამენტთან ამნისტიის კანონპროექტის გასაპროტესტებლად მივიდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის დროს პოლიციამ მათ დაუმტვრია ტრანსპარანტები და შეუზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
„წარმოუდგენელი რაღაც ხდება, პოლიცია დასდევს პულივიზატორს. გაგვიტეხეს სტენსილი, პულივიზატორები ყველა წაგვართვეს. მონები არიან. 20 ივნისი ერთად უნდა გავაპროტესტოთ და ესენი ჩვენ წინააღმდეგ არიან“, – ამბობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.