შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ კახეთში მომხდარი დაჭრის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავა.
დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„მთავარი არხის” ინფორმაციით, საქმეზე დაკავებული გ.ჭ. არის დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი „ქართლი ოცნებიდან” გიორგი ჭინჭარაული. „პუბლიკას” ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს.