პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით “ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.