პოლიციას აქციიდან აქტივისტები გაჰყავს

პუბლიკა

ამ წუთებში პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე აქციებიდან პოლიციას აქტივისტები ძალის გამოყენებით გაჰყავთ. ამ დროისთვის მანქანებით გაიყვანეს, სულ მცირე, სამი ადამიანი. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა შირაზის თქმით, პოლიციამ ისინი „ტერიტორიას განარიდა”.

პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით აქვთ ჩახერგილი, ამას გარდა ქუჩებს პოლიციის გაძლიერებული კორდონები იცავს.

12 საათისთვის პარლამენტში პლენარული სხდომაა ჩანიშნული. პოლიცია ამ მეთოდებით სწორედ უმრავლესობის წევრების პარლამენტში შეყვანას ცდილობს.