როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგად, მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა.
როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. სირაძის თქმით, მამაკაცს ამ ეტაპისთვის უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
„აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, რაც ვიზუალურად ეტყობოდა, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში. შესაბამისად ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და ის უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან”, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
შსს-ს ცნობით, ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, შეიარაღებული მამაკაცი საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა.