21 წლის ბილალ დუიშვილს პოლიცია 4 დეკემბერს ფიზიკურად გაუსწორდა.
პანკისელი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად იყო.
მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, მარიამ ყველაშვილი „პუბლიკას” ეუბნება, რომ დუიშვილი დააკავეს და სცემეს მაშინ, როცა პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო და ის პროტესტის ადგილიდან წასვლას ცდილობდა.
„ბილტმორთან” სპეცრაზმელების ალყაში მოხვდა. დააკავეს, სპეცრაზმელები იქვე ურტყამდნენ და მოკლე ვიდეო გვაქვს, როგორ წაიყვანეს. წაიყვანეს, როგორც კი შეიყვანეს პოლიციის ფურგონში. ყვება, რომ პოლიციელები მანქანაში ადიოდნენ და სცემდნენ.
წაართვეს ტელეფონი და საფულე”. – ამბობს იურისტი.
ყველაშვილისვე თქმით, ბილალს ზუსტად არ ახსოვს, რა დრო გაატარა მანქანაში, ასევე არ იცის, ზუსტად სად წაიყვანეს.
თუმცა, იურისტის თქმით, ყვება, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე შეიყვანეს აბანაზაში, რათა სისხლი ჩამოებანათ.
„როცა აბაზანიდან გამოიყვანეს, იმდენად ცუდად იყო, იქვე შეადგინეს ოქმი, ჩაუწერეს, რომ იგინებოდა პოლიციელების მიამრთულებით და გადაიყვანეს ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჰქონდა ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა, მრავლობითი დაჟეჟილობა. 5 დღე იყო საავდამყოფოში. ვერ გადაიყვანეს იზოლატორში და მერე შეიტანეს საქმე სასამართლოში”. – ამბობს მარიამ ყველაშვილი.
ბილალ დუიშვილის ადმინისტრაციული საქმის სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს დაინიშნა. პოლიცია ნაცემ დემონსტრანტს წვრილმან ხულიგნობას (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი).
მარიამ ყველაშვილის თქმით, ბილალ დუიშვილმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.
დაიწყებულია გამოძიება და დუიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი.