მოძრაობა „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიას პოლიციელმა უთხრა, რომ შრომის ინსპექციამ ვინოტელი დააჯარიმა, ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ხოშტარიამ განუცხადა.
„თუმცა მათ არაფერი ეტყობათ დაჯარიმებულის და აგრძელებენ ქეიფს” – ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ მან სასტუმრო „ვინოტელთან“ მიმდინარე აქციაზე მან პირდაპირ ეთერში 112-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა.
ხოშტარიამ ოპერატორს უთხრა, რომ სასტუმრო „ვინოტელში“ 50-მდე რუსი ქეიფობს და ჰკითხა, აქვთ თუ არა მათ ამის უფლება კომენდანტის საათის დროს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ არ აქვთ და პოლიციის ეკიპაჟს გაგზავნიან.
რამდენიმე წუთში აქციაზე მივიდა პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ აპირებენ, შევიდნენ სასტუმროში, მათი დაჯარიმების მიზნით, ვინც კომენდანტის საათს არღვევს. ელენე ხოშტარიამ მას უთხრა, რომ რუსებმა ტერიტორია უნდა დატოვონ და არ შემოიფარგლონ მხოლოდ დაჯარიმებით, რაც მათთვის არაფერს ნიშნავს.
სასტუმრო „ვინოტელთან” მოძრაობა „დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების ცნობით სწორედ ამ სასტუმროში იმყოფება რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი.
აქციაზე ისმის ხმაური, სასტვენების ხმა, საპროტესტო შეძახილები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საქართველოში რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი რუსული შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.
იგი საქართველოში ცნობილია ფრაზით – „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.
„Больше Абхазия никогда не будет частью Грузии”.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”. – ამბობს ელენე ხოშტარია.