პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დაკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ერთი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.